თორნიკე რიჟვაძე - დიდება გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და უკეთესი მსოფლიოსთვის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი ბათუმის მერთან, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მიაგო.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის წევრებმა ქართველი კაპიტნის ანატოლი კაჭარავას საფლავი ყვავილებით შეამკეს.

„მინდა მოგილოცოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ამ გამარჯვებაში დიდია საქართველოს და ქართველების წვლილი. დიდება გმირებს, მათ სახელებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და უკეთესი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. ომს 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის