მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ფაშიზმზე გამარჯვების 78 წლისთავთან დაკავშირებით სოფელ ქვემო სარალში, ხოჯორნსა და სადახლოში მეორე მსოფლიო ომის გმირთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

„ჩვენს გმირ ვეტერანებს ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს. ისინი იბრძოდნენ მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის.

თარიღთან დაკავშირებით, ვიმყოფებოდით სოფელ ქვემო სარალში, ხოჯორნსა და სადახლოში სადაც 9 მაისის მემორიალები გვირგვინებით შევამკეთ.

ჩვენი ვალია არ დავივიწყოთ გმირების ღვაწლი სამშობლოს წინაშე!", - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია