სენაკში სამშენებლო მასალების მაღაზია დააყაჩაღეს

სენაკში სამშენებლო მასალების მაღაზია დააყაჩაღეს

სენაკში სამშენებლო მასალების მაღაზია დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში ნიღბიანი, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 30 000 ლარამდე თანხა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.