ბორჯომში II მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, გამარჯვების სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა II მსოფლიო ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ კურტანიძე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი) გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

„ღონისძიება ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ვოკალურმა ანსამბლებმა - „ბორჯომი“ და „ნენანა“ მუსიკალურად გააფორმეს. ასევე, ხელმძღვანელმა პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა „ძმათა სასაფლაოზე“ არსებული II მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი და გმირთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.

მოგვიანებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ II მსოფლიო ომის ვეტერანებს - ოთარ გელაშვილსა და გიორგი ჩადუნელს გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს და სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან II მსოფლიო ომის ვეტერანებს 300 ლარი, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს 100 ლარი ჩაერიცხათ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს