შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია ფარისევლურია არა მხოლოდ „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე, გვახსოვს ქსენოფობიური კამპანია რუსი ეროვნების ადამიანებისადმი, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ მათზე ფართები ჰქონდათ გაქირავებული - ხალხის ნდობა განულებული აქვთ

ვხედავთ, რამდენად ფარისევლურია ჩვენი ოპოზიცია არა მხოლოდ „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე, სადაც აღმოჩნდა, რომ თავად არიან მთავარი პერსონაჟები ამ პროცესში, არამედ სხვა დროსაც გვახსოვს, როგორი ქსენოფობიური კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული რუსული ეროვნების ადამიანების მიმართ და ბოლოს აღმოჩნდა, რომ თავად ჰქონდათ ფართები მიქირავებული რუსეთის მოქალაქეებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ერთია, რასაც ოპოზიცია საუბრობს და მეორე არის მათი რეალური ფარისევლური სახე.

„ერთია, რასაც ისინი საუბრობენ მათსავე მედიაში, მეორეა მათი რეალური სახე. ყველაზე კარგია, რომ ქართული საზოგადოება ამ რეალურ სახეს ხედავს, და ამაზე მიუთითებს არარსებული ის რეიტინგი, რაც მათ აქვთ. ფაქტობრივად, ხალხის ნდობა განულებული აქვთ. სწორედ იმიტომ, რომ ეს ნდობა არ აქვთ, შუალედურ არჩევნებში კანდიდატები არ დააყენეს. საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებზე და 2024 წელზე, ახლახან კი კანდიდატის დასახელება ვერც კი გაბედეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს