გარდაბანში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

გარდაბანში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. გარდაბნის მერიის ცნობით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, გარდაბანში და სოფელ ნორიოში არსებული მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირთა მემორიალები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 101 წლის ილარიონ ოთარაშვილს სახლში ეწვია და ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცა.

„მინდა ყველას მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების დღე, განსაკუთრებით ომის ვეტერანებს, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური მოვალეობაა. ამ გამარჯვებისთვის საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო, 100 ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მადლობა მათ თავგანწირვისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის“, - აცხადებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს - 1 000 ლარი, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს - 500 ლარი და სასურსათო ნობათები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს