სერგო ჩიხლაძე - დასავლელი პარტნიორები მხარს გვიჭერენ, ხელს შეგვიწყობენ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ყოველ კვირაში რომ ახალი „ფანდი“ გამოაგდოს და სტატუს-კვოც კი გააუარესოს, სერიოზულ საფრთხეებს ქმნის

ის რომ არ სრულდება ვალდებულებები, რეკომენდაციები მე და ძალიან ბევრს გვაფიქრებინებს, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად, რადგან შეუძლებელია გინდოდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რეფორმების შესრულება და მას არათუ ასრულებდე, არამედ აუარესებდე არსებულ სიტუაციას , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებაზე, რომლიც მან ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მიმართ გააკეთა.

სერგო ჩიხლაძის თქმით, რა თქმა უნდა, დასავლელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან იმით, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და აქეთკენ მიმავალი პირველი ნაბიჯი კი კანდიდატის სტატუსის მიღებაა.

„ყველა შეხვედრაზე, ეს იქნება ჩვენი იქ ჩასვლით თუ პარტნიორების აქ ჩამოსვლით, ეს არის ის ნათელი ხაზი, რომელიც ყველა მათ გამოსვლას და შეხვედრას გასდევს. ერთადერთი, ვინც სამწუხაროდ, ამას ეწინააღმდეგება ხელისუფლებაა, რომელიც არცერთ რეკომენდაციას, მოთხოვნას და ვალდებულებას არ ასრულებს.

ჩვენ ახლა, იმაზე ვწუხდით, რატომ ვერ ვირჩევთ ცესკო-ს ახალ თავმჯდომარეს, რატომ არის ვადაგასული თავმჯდომარე და ა.შ. და ამ დროს შემოაქვთ ინიციატივა, რომ საერთოდ კონსტიტუციური ჩანაწერი უნდა დაარღვიონ იმის შესახებ, რომ ცესკოში კანდიდატების წარდგენა პრეზიდენტის პრეროგატივაა. თურმე კანდიდატი „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს. ახლა, 76 ხმით უნდა ავირჩიოთ ცესკო-ს თავმჯდომარე, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია. შარლ მიშელის პაკეტიდან ბევრი რამ არ შესრულდა, მაგრამ რასაც შესრულება ეწერა, იქაც კი უკან გადადგმული ნაბიჯია. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რა თქმა უნდა, მხარს გვიჭერენ, ყველანაირად ხელს შეგვიწყობენ, მაგრამ ის, რომ ყოველ კვირაში ახალი „ფანდი“ გამოაგდოს „ქართულმა ოცნებამ“ და „სტატუს - კვოც“ კი გააუარესოს, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტეგრაციისთვის სერიოზულ საფრთხეებს ქმნის“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის