გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზეთთან დაკავშირებით ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებას იწყებს, კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ რეგლამენტი კი 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკვებ ზეთებთან დაკავშირებით ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებას იწყებს, კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ უკვე დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი კი 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

როგორც სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ზეთის რეგლამენტის შესამუშავებლად დარგთან მუშაობა უკვე დაწყებულია.

„ტექნიკური რეგლამენტი მოხმარებისთვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“ 2021 წელსაა გამოქვეყნებული და ახლა, პირველი ივლისიდან შევა ძალაში. ეს დაარეგულირებს იმ საკითხს, რომ კაკაოსგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტს თავისი სახელი ერქვას. ამ რეგლამენტის მიზანი, ისევე როგორც სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით მსგავსი რეგლამენტების, არის ის, რომ მომხმარებელი არ შევიდეს შეცდომაში და ყველა პროდუქტს თავისი სახელი ერქვას. ჩვენ ასეთი რეგლამენტები ბევრი გვაქვს: რძე და რძის პროდუქტების, თხილის, თაფლის, ახლა იქნება შოკოლადის და მალე მოვამზადებთ ზეთის რეგლამენტს.

შოკოლადის რეგლამენტი განსაზღვრული და დაწერილია ევრორეგულაციების შესაბამისად და აღწერილია რა შემთხვევაში შეგვიძლია დავარქვათ ამ თუ იმ კაკაოს პროდუქტს შოკოლადი. მაგალითად, სხვადასხვა კომპანია აწარმოებს არაჟანს. არაჟანი უნდა ერქვას პროდუქტს, რომელიც დამზადებულია ნატურალური რძისგან, მაგრამ არაჟნის მსგავსი პროდუქტიც არის, რომელიც დამზადებულია რძის ფხვნილისა და მცენარეული ცხიმისგან და მას არაჟანი არ ჰქვია, მას ნებისმიერი სხვა სახელი ჰქვია, რასაც კომპანია მოიფიქრებს და არ იქნება მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი. ჩვენ არ ვსაზღვრავთ რა შეიძლება ერქვას ამ რეგლამენტის მიღმა პროდუქტს, მას შეუძლია ნებისმიერი სახელი მოიფიქროს, მაგრამ ინგრედიენტებსა და შემადგენლობაში იქნება განსაზღვრული, რომ ის არ არის ნამდვილი შოკოლადი და არ შეესაბამება რეგლამენტს. ამ შემთხვევაში მომხმარებლისთვის სრულიად ნათელი იქნება რომელი პროდუქცია უნდა შეიძინოს“, - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.

მისივე თქმით, რამდენადაა ბაზარზე რეგლამენტის შესაბამისი პროდუქტი, ამას სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო არის მაკონტროლებელი ორგანო. ის ჯერ ეტიკეტთან შესაბამისობას ადგენს და შემდეგ იწყება შემოწმება, რაც გულისხმობს ლაბორატორიულ კონტროლს. ამის საფუძველზე ვადგენთ ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია შეესაბამება თუ არა მოცემული პროდუქციის შემადგენლობას.

რაც შეეხება ზეთთან დაკავშირებით რეგლამენტს, ვმუშაობთ დარგთან და ვაპირებთ დავწეროთ ტექნიკური რეგლამენტი საკვებ ზეთთან დაკავშირებით“, - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა