კახეთში მეხორბლე ფერმერების მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ფერმერები, რომლებიც მარცვლეული კულტურის მოყვანით არიან დაკავებული ხელისუფლება დახმარებას სთხოვენ. მათ წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს და სიმბოლურად გზაზე ხორბალი დაყარეს.
მათი განმარტებით, ასეულობით ტონა ხორბალი დასაწყობებული აქვთ, რადგან კილოგრამი ხორბლის ფასი თვითღირებულებასაც ვერ ინაზღაურებს.
აქციის მონაწილეებთან ცოტა ხნის წინ გუბერნატორის მოადგილე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ.
მათ შეკრებილებს განუმარტეს, რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს პასუხისმგებელი სამინისტროების მხრიდან მსჯელობა პრობლემების მოგვარებაზე და უახლოეს პერიოდში კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ფერმერები აცხადებენ, რომ ხელისუფლების დაპირებების არ სჯერათ და კონკრეტულ პასუხებს დღესვე ითხოვენ.