ზუგდიდის მერია ახალ პროგრამას „თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი" იწყებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, 30 მაისიდან, ახალ სოციალურ პროგრამას, ,,თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი-საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა“ იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი პროგრამის დებულება დღეს დამტკიცდა.

„აღნიშნული პროგრამით ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ან არ მქონე პირებს, კიდურის ამპუტაციით განპირობებული, გადაადგილების შეზღუდვის მქონე და მხედველობის არ მქონე პირებს მოემსახურება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპულ სარდლობას პროგრამის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. სწორედ მათი ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი გადაეცა. მერის პირველმა მოადგილემ, მძღოლების გადამზადების პროცესში ასოციაცია ,,დეა“-სა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წვლილზეც ისაუბრა.

ახალი პროგრამის დანერგვას წინ უძღოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეტლით მოსარგებლე ან გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთა ბაზების მოკვლევა და სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელიც საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ სერვისს განახორციელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას