ილია დარჩიაშვილი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე - ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელია

ნებისმიერი ქვეყანა თავად წყვეტს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი მოქალაქეებისთვის მოხსნას, სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნას.

მინისტრის განცხადებით, ეს არის ჩრდილოელი მეზობლის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.

„მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც ყველამ ერთად მოვისმინეთ, მიღებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ეს არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც შეცვალა რუსეთის ფედერაციამ, რაც მათ თავად მიიღეს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში. ეს სწორედ მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა. ნებისმიერი ქვეყანა თავად წყვეტს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი მოქალაქეებისთვის მოხსნას. სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელია.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ყოველთვის არის ჩვენი საზრუნავი, მათ შორის ამ შემთხვევაში. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელთაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, თავიანთ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. გადაწყვეტილება გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებას მისცემს მათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია და მიმოსვლა, ეს არის სწორედ ამ კონტექსტში და ჭრილში დანახული“, – აღნიშნა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მას სურს შეახსენოს მოქალაქეებს, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან დაკავშირებული უვიზო მიმოსვლა 2010 წელს წინა ხელისუფლების მიერ დაწესდა.

„რაც შეეხება საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან დაკავშირებულ უვიზო მიმოსვლას, მინდა შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, თუ როდის და რა რეჟიმში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომელმაც მოუხსნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა. ეს იქნა მიღებული სწორედ წინა ხელისუფლების დროს. ყველაზე დიდი და სენსიტიური საკითხი ამაში არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორი წლის თავზე, საქართველო-რუსეთის ომის შემდგომ. ასე რომ, როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ ამ საკითხზე და მოქალაქეებისთვის ვიზების მოხსნა-დაწესების საკითხზე, მინდა, ყველას შევახსენო, რომ ის გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული 2010 წელს და დღეს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოუხსნას ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა