ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე IFES-ის ევროპისა და ევრაზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ევროპისა და ევრაზიის რეგიონულ დირექტორს ანია კუმბერლენდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე თქმით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი რენატა ლევოვსკი და მისი მოადგილე დავით ღონღაძე.

„მხარეებმა 29 აპრილს გამართულ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე, აღნიშნულ არჩევნებში ტექნოლოგიურ ინტერვენციაზე და იმ ძირითად მიგნებებზე ისაუბრეს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს მეტად მომზადებული შეხვდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. როგორც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების ჭრილში, ერთ-ერთ ძირითად საერთაშორისო პარტნიორთან, IFES-თან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია. მან ადმინისტრაციის სახელით მადლობა გადაუხადა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ორგანიზაცია როგორც ტექნოლოგიური, ასევე საგანმანათლებლო და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვის მიმართულებით ახორციელებს.

შეხვედრის დასასრულს IFES-ის წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა და აქტივობები, რომელიც უმეტესად ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვას უკავშირდება, საარჩევნო გარემოს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ადმინისტრირებისკენ არის მიმართული. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა შეხვედრის მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი მზაობა მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

შეხვედრა 10 მაისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო