შალვა პაპუაშვილი - ჩვენ მივდივართ ევროპაში ჩვენი ტრადიციებით - თუ ასე დგას საკითხი, რომ ეს ღირებულებები მიუღებელია, ევროპის „სოციალისტურ პარტიასთან” დაკავშირებით საჭიროა საზოგადოებრივი დისკუსია

განმარტებები, რომელიც მოვისმინეთ, რომ თითქოს ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახს, რწმენას ამ საკითხებს არაფერი ესაქმება ე.წ. პროგრესულ ევროპაში, ეს არასწორი მიდგომაა და ამაზე საჭიროა მსჯელობა , - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის კეტი პირის განცხადებას შეეხებოდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩვენი საზოგადოებისთვის მათი განცხადებები დამაფიქრებელია.

მისი თქმით, თუ ასე დგას საკითხი, რომ ჩვენი ღირებულებები მათთვის არის მიუღებელი, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკურ ჯგუფთან დაკავშირებით საჭიროა, საზოგადოებრივი დისკუსია.

,,ეს ნიშნავს აბსოლუტურად ხაზის გადასმას იმაზე, რაზეც აქამდე იყო საუბარი, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში ჩვენი ტრადიციებით და ღირებულებებით. თუ ასე დგას საკითხი, რომ ეს ღირებულებები არის მიუღებელი, რა თქმა უნდა, საჭიროა, იყოს საზოგადოებრივი დისკუსია ამ პოლიტიკურ ჯგუფთან დაკავშირებით. ამ მხრივ, ჩვენ ძალიან გულახდილად და საჯაროდ ვსაუბრობთ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო