კანადა და ლატვია უკრაინელ ოფიცრებს მოამზადებენ

კანადა და ლატვია უკრაინელი ოფიცრებისთვის სწავლებას ჩაატარებენ, რომელიც ლიდერობის უნარების განვითარებაზე მიმართული იქნება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა განაცხადა.

„15 მაისიდან, კანადა და ლატვია ერთობლივად მოამზადებენ უკრაინელ სამხედროებს ლატვიის ტერიტორიაზე. კანადისა და ლატვიის შეიარაღებული ძალების პარტნიორობით, ჩავატარებთ სწავლებას, რათა განვავითაროთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალის ლიდერული უნარები“, - აღნიშნა ანიტა ანანდმა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინელი უმცროსი ოფიცრები შეისწავლიან დაგეგმვისა და ბრძანებების გაცემის პროცესს, მანევრების კოორდინაციას, სადაზვერვო მონაცემების შეგროვებას, დაგეგმვასა და აღსრულებას. ანიტა ანანდის განცხადებით, კანადამ უკვე ჩაატარა სწავლება 36 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცისთვის და „ამ ახალი პროგრამის წყალობით, ის კიდევ უფრო მეტს მოამზადებს“.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის