სს „ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - მარწყვის სასათბურე მეურნეობა კასპის რაიონში

სს „ბანკი ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით კოოპერატივმა „მადლიერმა“ მარწყვის სასათბურე მეურნეობა კასპის რაიონის, სოფელ ჩანგილარში გახსნა.

კოოპერატივი „მადლიერი“ დაარსდა 2020 წლის 9 ნოემბერს, კოოპერატივის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მარწყვის მოყვანა/რეალიზაცია, კოოპერატივი შედგება 10 წევრისაგან და დასაქმებულია 10 ადამიანი.

კომპანიამ 2021 წლის თებერვალში აიღო შეღავათიანი აგრო კრედიტი სს „ბანკ ქართუდან“, რომლითაც მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მცხეთის რაიონის, სოფელ ძალისში ააშენა 2835 კვ.მ მარწყვის სათბური. პროდუქციის მიღება დაიწყეს 2021 წლის ოქტომბრის თვიდან, რომლის რეალიზაციაც ხდება ადგილობრივ ბაზარზე.

2021 წლის სექტემბერში კომპანიამ საკუთარი სახსრებით აუქციონზე შეიძინა 64665 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კასპის რაიონის, სოფელ ჩანგილარში. აღნიშნულ ტერიტორიაზე სს „ბანკი ქართუს“ დაფინანსებით სოფლის მეურნეობის სააგენტოს პროექტ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში პირველ ეტაპზე აშენდა 5700 კვ.მ სასათბურე მეურნეობა, ხოლო სამომავლოდ იგეგმება ჯამში 8 სათბურის გაშენება (4.5 ჰა-ზე). აქ წლიურად 300 ტონამდე მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი.

სასათბურე მეურნეობაში, ჯამურად, 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 765,000 ლარი სს „ბანკი ქართუს“ სესხით არის დაფინანსებული.

კოოპერატივის დირექტორის გიორგი თავაძის განცხადებით, სს „ბანკ ქართუსა“ და სოფლის განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობის გარეშე სასათბურე მეურნეობის მოწყობას ვერ მოახერხებდა.

„სასათბურე მეურნეობაში მოსავლის აღება 12 თვის განმავლობაში უწყვეტად განხორციელდება და მარწყვის რეალიზაცია შესაძლებელი იქნება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა გიორგი თავაძემ.

სს „ბანკი ქართუს“ მისიაა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დარგების განვითარებაში წვლილის შეტანა, მათ შორის პრიორიტეტულია ადგილობრივი წარმოება. სს „ბანკი ქართუ“ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან დარგებში პროექტების დაფინანსებას.

(R)

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს