ანა წითლიძემ საქართველოს მწერალთა სახლში, ანგარიშის - „სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ საქართველოს მწერალთა სახლში, „სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სკოლებში უფასო კვების შესახებ ვრცელი ანგარიში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციამ მოამზადა, სადაც განხილულია საქართველოს საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვის აუცილებლობა და შეფასებულია ამ გამოწვევის მასშტაბები. ანგარიშში ასევე განხილულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაგალითი, რომელიც ერთადერთი გამონაკლისია, სადაც საჯარო სკოლებში მსგავსი პრაქტიკა დაინერგა.

მათივე ცნობით, „სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს მწერალთა სახლში NDI-ის ორგანიზებით, სადაც თემატური მომხსენებელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე იყო. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და მშობლები.

„დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენი ფრაქციის ანგარიში, რომელიც ეხება უფასო კვების დანერგვას საჯარო სკოლებში და ეს არის ანგარიში/გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ კონკრეტულ გამოსავალს და კონკრეტულ გზებს ვთავაზობთ ხელისუფლებას, თუ როგორ უნდა მოაგვაროს უფასო კვების პრობლემა სკოლებში. ბოლო კვლევებითაც ჩანს, რომ მდგომარეობა მძიმეა, UNICEF-ის კვლევის მიხედვით, სკოლებში ბავშვების 35 პროცენტი განიცდიან სრულ შიმშილს, 77 პროცენტი განიცდის ნაწილობრივ შიმშილს და ამ ფონზე არ შეიძლება, რომ განათლების სამინისტროს და საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს სხვა პრიორიტეტი, არ შეიძლება სკოლებში ბავშვები შიმშილობდნენ და ბიუროკრატიულ ხარჯებზე იხარჯებოდეს მილიონობით ლარი. ამიტომაც, დღეს ჩვენ ამ ანგარიშში კონკრეტულად არის მოცემული გზები, როგორ შეუძლია ხელისუფლებას მოაგვაროს „უფასო კვების“ პრობლემა სკოლებში, როგორ შეუძლია სწრაფად და ხარისხიანად დაგეგმოს ეს პროგრამა სკოლებში, რომ ჩვენს შვილებს საჯარო სკოლებში არ უწევდეთ შიმშილი,“- განაცხადა ანა წითლიძემ.

ამასთან, როგორც წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ აღნიშნა, წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ ყველაფერი შესაძლებელია და შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა ბიუჯეტი არ არის პარტიული სალარო და ორიენტირებული მოსახლეობის საჭიროებებზე.

„კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს. ამაზე უფრო მწვავე საკითხი არ არსებობს. ამიტომ მუნიციპალიტეტმა პირველკლასელთა კვების უზრუნველყოფის საპილოტე პროგრამა პრიორიტეტად დაისახა. პროგრამა მუშაობს ძალიან ეფექტურად და პირველკლასელები კვებით არიან უზრუნველყოფილნი. ბაღში გარანტირებული კვება აქვთ აღსაზრდელებს, შემდეგ ისინი მიდიან პირველ კლასში, სადაც მშობელს არ აქვს შესაძლებლობა ყოველდღიური საკვების ფული, ოთხი ლარი გაატანოს ბავშვს, ეს იწვევს სასწავლო პროცესის ჩაშლას, მშობლის დეპრესიას. ამ შემთხვევაში, პროგრამა გულისხმობს, როგორც სოციალურ მხარდაჭერას, ასევე ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას და სრულფასოვანი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფას“, - განაცხადა წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა