სამედიცინო ცენტრ „ინოვაში“ ვივო მედიქალ ჯგუფსა და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას Accreditation Canada (AC) შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაცია Accreditation Canada-მ ვივო მედიქალ ჯგუფში გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან („სამედიცინო ცენტრი ინოვა, „ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი“, „ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი“, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“ „ინოვა ინვიტრო“) თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის ანალიზი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრით. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კლინიკების გუნდი აქტიურად იმუშავებს Accreditation Canada-ს Qmentum International™ პროგრამის ფარგლებში. შედეგად მათ მიენიჭებათ ხარისხის საერთაშირისო აკრედიტაცია, რაც პაციენტებისთვის ქმნის უსაფრთხო, ეფექტიანი და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გარანტიას.

Accreditation Canada (AC) წარმოადგენს არაკომერციულ საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას, რომელიც 60 წელზე მეტია მუშაობს მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება ჯანდაცვის სფეროში არსებულ ორგანიზაციებს და სამედიცინო დაწესებულებებს მომსახურეობის ხარისხისა და პაციენტების უსაფრთხოების დონის შეფასებასა და მის გაუმჯობესებაში.

„ვივო მედიქალ ჯგუფში შემავალი სამედიცინო ცენტრები:“სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო “ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი“,“ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი“ და თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წარმოადგენენ ქვეყნის წამყვან სამედიცინო ცენტრებს, რომლებიც სრულად პასუხობენ საერთაშორისო სტანდარტებს და განაგრძობენ მუშაობას მუდმივი განვითარებისთვის რათა გახდნენ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული თანამშრომლობა გაამყარებს ჩვენი სამედიცინო დაწესებულებების და მთლიანად ქართული ჯანდაცვის სექტორის რეპუტაციას და ხარისხთან შესაბამისობას ჯანდაცვის მსოფლიო რუკაზე და რაც ყველაზე მთავარია ეს პროცესები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს პაციენტებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები“ - აღნიშნა ვივო მედიქალ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი ყიფიანმა.

VIVO Medical Group- წარმოადგენს სამედიცინო ცენტრების ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს წამყვან კლინიკებს საქართველოში (სამედიცინო ცენტრი ინოვა,ინოვა ინვიტრო .ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი,.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფო).

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი