შალვა პაპუაშვილმა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რუსეთის აგრესიასა და მის ნეგატიურ შედეგებზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, საქართველოს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლსა და მდებარეობაზე.

შალვა პაპუაშვილმა იტალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა წლების მანძილზე საქართველოს გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. შალვა პაპუაშვილმა იტალიურ მხარეს საქართველოს პროგრესი გააცნო და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იტალიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ