ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები -  ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობაც, ამისკენ მიისწრაფოდა წინა ხელისუფლება და ყველაფერს აკეთებდნენ

რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობაც, ამისკენ მიისწრაფოდა წინა ხელისუფლება და ყველაფერს აკეთებდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.

მისი თქმით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა რამდენიმე ქვეყანას აქვს.

„ფრენებს რაც შეეხება, ე.ი. რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლას - დაგისახელებთ რამდენიმე დიდ ქვეყანას: ჩინეთი, ზესახელმწიფო; თურქეთი, რომელიც ჩვენი მეგობარია, მეზობელი ქვეყანა და უზარმაზარი სახელმწიფო დიდი ეკონომიკით, ნატო-ს წევრი ქვეყანა და ქვეყანა, რომელსაც უკვე გააჩნია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი; ემირატები; ისრაელი რომელიც არის ამერიკის, ალბათ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი. ჩემთვის მართლაც მისაბაძი ქვეყანაა ისრაელი, მართლაც ძალიან ბევრი მიმართულებით იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას მიჰყვებიან და ახორციელებენ ყველა სახელმწიფოსთან მიმართებაში; სამეზობლოში, აზერბაიჯანი-სომხეთი... აღარ გავაგრძელებ, ყველა ამ ქვეყანას დღეს აქვს რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლა არასანქცირებული თვითმფრინავებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ვინმემ შეცდომაში არ შეიყვანოს ჩვენი საზოგადოება. ვინაიდან, ფრენები ჩვენ შემთხვევაში 2019 წლიდან იყო შეწყვეტილი, ცნობილი მოვლენები რაც მოხდა, ამის შემდეგ ფრენები ჩვენ არ გაგვიუქმებია, ეს რუსეთის გადაწყვეტილებაა და მას შემდეგ ფრენები აღარა ხორციელდებოდა. ფაქტებს გიყვებით, ჩვენი თანამოქალაქეები როგორ მოგზაურობდნენ საქართველოში ან ბელორუსიის, ან სომხეთის, ან აზერბაიჯანის, თურქეთის გავლით. უწევდათ საათობით ლოდინი და რაც მთავარია, ბილეთში ორჯერ-სამჯერ მეტის გადახდა. ეს არის უზარმაზარი დისკომფორტი და უფრო დიდი ხარჯი. გარდა ამისა, იცით, რომ ჩვენ რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობაც, ამისკენ მიისწრაფოდა წინა ხელისუფლება და ყველაფერს აკეთებდა. პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს ყოფილი პრეზიდენტი, სააკაშვილი და აღარა გავაგრძელებ, დეტალებით აღარ დაგღლით, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. ამიტომაც, როცა ეს გადაწყვეტილება ცნობილი იქნა ჩვენთვის გუშინ და მანამდეც მოგვისმენია ბევრი განცხადება, მაგრამ მას ქმედება არ მოჰყოლია, ბუნებრივია, ჩვენ გუნდის შიგნით მსჯელობა გვქონდა. ეს ყველაფერი გავაანალიზეთ და ვთქვით, რომ ფრენები, მითუმეტეს არასანქცირებული თვითმფრინავებით არის, ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი, ერთი მცირე კომპონენტი და დეტალი, არა მთავარი. ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან დაახლოებით არის 1 მილიარდი დოლარი, მაქსიმუმს ვამბობ, დავამრგვალოთ”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან მან ისაუბრა იმაზე, თუ რამდენს ვაჭრობს ევროკავშირი რუსეთთან.

„ახლა, რა ხდება ევროპის შემთხვევაში, დღეს ევროკავშირის წარმომადგენლის ერთ-ერთი განცხადება მოვისმინე და მინდა, ჩვენ საზოგადოებას ავუხსნა, რასაც ევროკავშირი ოთხ დღეში ვაჭრობს რუსეთთან ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში. ე.ი. ევროკავშირი, რომ არ მოიწონეს ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, რუსეთთან დღემდე ვაჭრობს და რასაც ევროკავშირი ვაჭრობს ოთხ დღეში იმას ჩვენ ვვაჭრობთ ერთ წელიწადში. შარშან, აბა თუ იცის, ჩვენი საზოგადოების ნაწილმა, რამდენი შეადგინა სავაჭრო ბრუნვამ - 270 მილიარდი დოლარი. თითქმის 300 მილიარდი დოლარი შეუვიდა რუსეთს შარშან, გაგანია ომის დროს ბიუჯეტში სუფთა შემოსავლების სახით, საიდან? ევროკავშირისგან. ჩვენ, პატარა ქვეყანამ, ამდენი გამოწვევებით, 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი გვიდგას აქ, ჯერ კიდევ ასეთი პრობლემები გვაქვს, რაც დაინგრა ეს საბჭოთა კავშირი და მას შემდეგ უამრავი ომი და უბედურება გადავიტანეთ, სამოქალაქო ომები, ომები შიგნით ხალხმა ვეღარ ამოისუნთქა. ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ. 2012 წლიდან მოყოლებული ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის საჭირო ეროვნულ ინტერესებს და პოლიტიკას. ეს არის სტრატეგიული მოთმინების გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის საბოლოო მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. აი, ეს პოლიტიკა სტრატეგიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე. ეს არის ჩემი, თქვენი, მე მჯერა ყველას მიზანი და ოცნება“ , - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს