შალვა პაპუაშვილი - ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით იყო დადასტურებული, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

იტალიაში ყველა შეხვედრაზე იყო აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მისწრაფებისა და კანდიდატობის სტატუსის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს შეხვედრები გაიმართა სენატის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროპის საქმეთა მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან.

მისი თქმით, იტალია სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

,,მათი მხრიდან ხაზგასმით იყო დადასტურებული, რომ იტალია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. საუბარი გვქონდა პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე. ვფიქრობ, მიმდინარე წლის დეკემბერში გადაწყვეტილების მიღებისას იტალიის მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო