მიხეილ დაუშვილი - „ქართული ოცნება“ არჩევნების მითვისებას აპირებს - „ქართულ ოცნებას“ პარტნიორებში ნდობა აღარ გააჩნია, რაც დიდი გამოწვევა და პრობლემაა ქვეყნისთვის

„გორბის“ კვლევა სურვილები უფროა, ვიდრე კვლევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება" არჩევნების მითვისებას აპირებს.

„ამ სურვილების მიხედვით გამოიკვეთა ის, რომ „ქართული ოცნება“, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, აპირებს ყველაფერზე წავიდეს, არჩევნების მითვისების ჩათვლით“, - განაცხადა დაუშვილმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას დატოვოს „ევროპელი სოციალისტების“ პარტია და აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას პარტნიორები აღარ ენდობიან.

„მე არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება” ტოვებს „ევროპელ სოციალისტებს“, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ გააგდეს და მათ დაასწრეს ამ გადაწყვეტილებას. მთავარი პრობლემა ის არ არის, ტოვებს თუ გადაგდეს, მთავარი პრობლემაა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი ნდობა აღარ გააჩნია პარტნიორებში, რაც დიდი გამოწვევა და პრობლემაა ქვეყნისთვის. ასეთი ტიპის მოქმედებები როგორც მინიმუმ ხელს არ უწყობს კანდიდატის სტატუსის მიღებას და დადებით როლს არ თამაშობს,"- განაცხადა დაუშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს