33 წლის ქალი, რომელმაც გორის ციხეზე ექსკურსიისას ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.
ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის იგორ გეორგიანის ინფორმაციით, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა და ამჟამად სტაციონარში რჩება.
დაშავებული ტურისტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.
„პაციენტი შემოყვანილ იქნა წვივ-კოჭის დაზიანებით, ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი რჩება სტაციონარში“, - აღნიშნა „ინტერპრესნიუსთან“ ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა.