ლევან ხაბეიშვილი - სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ სააკაშვილის ვარშავაში დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით, სხვა რამეზე ამ დროისთვის არ უმსჯელია - რასაც რუსული პარტია ავრცელებს, ეს არის ტყუილი

„ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლას გააგრძელებს ქვეყნის თავისუფლებისთვის, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის, ლაზარეს თავისუფლებისთვის, დაკავებული ოფიცრების გათავისუფლებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის განმარტებით, სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში დაუყოვნებელ გადაყვანასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის სხვა რამეზე არ უმსჯელია.

„საქართველოში რუსული პარტია ცდილობს სხვადასხვა სახის ინფორმაცია შეასაღოს საზოგადოებას ისე, როგორც მათ სურთ. დღეს ეს გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ზუსტად ისე, როგორც რუსულ პროპაგანდას სჩვევია. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ეს მდგომარეობს შემდეგში: სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით, სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია. მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და თქვა, რომ ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს. სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო საქმე და შესაბამისად, სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება.

რასაც რუსული პარტია ავრცელებს, თითქოს რამე დოზით მსჯელობა ყოფილიყოს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და მკურნალობაზე, ეს არის ტყუილი და ნებისმიერ ადამიანს ამ გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ შეუძლია დარწმუნდეს და ცხადია ის ვერ დაიმალება, არ დაიმალება და ყველას შეეძლება ამ ინფორმაციის გადამოწმება.

სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელა ამ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ვარშავაში გადაყვანაზე. იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სხვა საავადმყოფოში გადაყვანაც არ დაავალა, დაცვის მხარეს მსგავსი მოთხოვნა არ ჰქონია. მოთხოვნა უკავშირდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანას.

ეს არის შუალედური გადაწყვეტილება და საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. შევახსენებ რუსულ ხელისუფლებას, რომ არსებობს ხელმოწერილი მტკიცებულებები და რეზოლუციები ევროპიდან და ეს არის რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი პირად ვენდეტას ახორციელებს სააკაშვილზე, ასევე წერია, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე ევროკავშირის გზაზე. შეგახსენებთ ჰააგის გადაწყვეტილებას, რომ პუტინი არის ძებნილი, როგორც სამხედრო დამნაშავე და ამ სამხედრო დამნაშავესთან „რუსული ოცნება“ აპირებს პარტნიორობას და ფრენების აღდგენას. მკვლელი, ტერორისტი, ჰააგაში გასამართლებული, სამხედრო დამნაშავე პუტინი ხელს მოაწერს და მეორე მხარეს ხელგაშლილი ელოდებიან რუსი ირაკლი კობახიძე, რუსი ირაკლი ღარიბაშვილი, რუსი კახი კალაძე, რუსი ბიძინა ივანიშვილი და ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში რუსეთის ოკუპაციას ახალისებენ. მეტიც, ეკონომიკურად ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსეთს პრობლემა არ შეექმნას.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლას გააგრძელებს ქვეყნის თავისუფლებისთვის, სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის, ლაზარეს თავისუფლებისთვის, დაკავებული ოფიცრების გათავისუფლების, მათ შორის რომან შამათავას და სხვა სამხედრო ბიჭების, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ჰყავთ დაკავებული. ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. მისივე თქმით, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა