სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყება - აშშ-ის ელჩმა რუსეთისთვის იარაღის მიყიდვაში ქვეყნის დადანაშაულების გამო ბოდიში მოიხადა

სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის ელჩმა, რუბენ ბრიგეტიმ ბოდიში მოიხადა მის მიერ გაჟღერებული ბრალდებისთვის, რომ სამხრეთ აფრიკამ რუსეთს იარაღი მიჰყიდა.

„მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, რომ გამომესწორებინა ჩემი საჯარო შენიშვნებით დატოვებული ნებისმიერი არასწორი შთაბეჭდილება“, - დაწერა ელჩმა სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, გუშინ სამხრეთ აფრიკაში აშშ-ის ელჩმა ქვეყანა რუსეთისთვის იარაღის ფარულად მიწოდებაში დაადანაშაულა. რუბენ ბრიგეტის განცხადებით, მიაჩნია, რომ რუსულ სატვირთო გემზე, რომელიც დეკემბერში, კეიპტაუნის საზღვაო ბაზაზე ჩადგა, იარაღი და საბრძოლო მასალა დატვირთეს. აღნიშნული განცხადების გამო, რუბენ ბრიგეტი სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა