შალვა პაპუაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - მოვუწოდებ დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეებს, აღმოფხვრან ის რეპუტაციული ზიანი, რაც  საქართველოს და მის ხალხს მიაყენეს

წინდაუხედავი დეზინფორმაციული კამპანიის შემდეგ, მოვუწოდებ ამ კამპანიის მონაწილეებს, აღმოფხვრან ის რეპუტაციული ზიანი, რაც მიაყენეს საქართველოსა და მის ხალხს, - ასე ეხმაურება „ტვიტერის“ გვერდზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგვაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

პაპუაშვილის თქმით, რეპუტაციული ზიანის აღმოფხვრა არის ერთადერთი გზა ქართველი ხალხის ნდობის მოსაპოვებლად და იმისთვის, რომ მომავალში გარკვეული სანდოობა ჰქონდეთ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, შალვა პაპუაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომ „დადასტურდა სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი“.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან საქართველო გახდა მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე.

„ამ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობდნენ როგორც ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო