დმანისის, მაშავერას განთიადისა  და ბოსლევის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს გაზის მიწოდება შეუწყდება

დმანისის, მაშავერას განთიადისა და ბოსლევის, გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს გაზის მიწოდება შეუწყდება.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი წითელი ხიდი-წალკა ახალქალაქის, მაგისტრალური გაზსადენის 62 კმ-სა და 82 კმ -ებს შორის, გარეშე ორგანიზაციის მიერ მილსადენის დაზიანებაა.

„გაზის მიწოდება შეუწყდება დმანისის, მაშავერას განთიადისა და ბოსლევის, გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს, კერძოდ ქალაქ დმანისსა და მასში შემავალ სოფლებს: დალარს, იაღუფლოს, კამარლოს, შახნარლოს, პანტიანს, ქვემო ოროზმანს, ზემო ოროზმანს, ვაკეს, ბაზაქლოს, ამანლოს, მამიშლოს, საფარლისს, ტყისპირს, ირგანჩლოს, პატარა დმანისს, დიდ დმანისს, მაშავერას, ვარდისუბანს, ბოსლევს, აზკაკლანს, ტნუსს,განთიადს, ჯავახს, შინდლარსა და კიზილქილისას”, - აღნიშნულია გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები იმყოფება ადგილზე, რათა უმოკლეს ვადებში აღმოფხვრას არსებული პრობლემა.

„გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში, საავარიო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო