ბათუმი ფარიკაობის "მსოფლიო თასი 2023"-ს  მასპინძლობს

ბათუმის სპორტის სასახლეში ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში პირადი და გუნდური მსოფლიო თასი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა.

„აჭარაში 3 დღის განმავლობაში გულშემატკივართა წინაშე, 40 ქვეყნის, 200-მდე მსოფლიოს საუკეთესო ქალი ხმლით მოფარიკავე წარდგება. მსოფლიო თასი ფარიკაობაში 13 მაისს დასრულდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს