ბსუ-ში გაცვლითი პროგრამის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში(ბსუ) ევროპის დღეების ფარგლებში, ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები გაცვლითი პროგრამის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდნენ.

ბსუ-ს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ერთი მხრივ, ბსუ-ს „ერაზმუს+“-ისა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები, რომლებიც შემოდგომის სემესტრში სწავლას გააგრძელებენ პოლონეთის (ბიალისტოკი, ვროცლავი), საფრანგეთის (ექს-ან პროვანს), ესპანეთის (მურსია, კორდობა), ბულგარეთის (რუსე), ხორვატიის (ოსიეკი) უნივერსიტეტებში.

„ბსუ-ს ის სტუდენტები, რომლებიც წინა სემესტრებში სწავლობდნენ ევროპის (ესპანეთის, პოლონეთის, პორტუგალიის, ლიეტუვა) უნივერსიტეტებში და ახლა სწავლას აგრძელებენ ბსუ-ში; შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ ასევე გაცვლით პროგრამებში მონაწილე ბსუ-ს სტუდენტები, რომლებიც ამჟამად სწავლობენ ევროპის უნივერსიტეტებში: ბულგარეთი (რუსე), გერმანია (მიუნსტერი), ესპანეთი (მურსია), რუმინეთი (სუჩიავა), პოლონეთი (გლივიჩი), პორტუგალია (კოიმბრა), საბერძნეთი (კრეტა). ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, შთაბეჭდილებები გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მისცეს სასარგებლო რჩევები.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, შეიქმნება ბსუ-ს გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ასოციაცია (Alumni Association) და ასეთ საინტერესო და სასარგებლო შეხვედრებს სისტემატური ხასიათი ექნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში