ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც გუშინ საფრანგეთში ჩავიდა, ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს პარიზში შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხი იყო. კერძოდ, ყურადღება დაეთმო უკრაინის პრიორიტეტულ საჭიროებებს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და უკრაინის ცის დასაცავად.

„გარდა ამისა, პრეზიდენტებმა განიხილეს საფრანგეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა უკრაინის თავდაცვის ძალების პოტენციალის გასაძლიერებლად, რაც აუცილებელია ეფექტური კონტრშეტევისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ემანუელ მაკრონს ლიდერობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს მოკავშირეების პრინციპულ ერთობლივ გადაწყვეტილებას შექმნან „საბრძოლო თვითმფრინავების კოალიცია“, რომელსაც უკრაინა დიდი ხანია ელოდება.

„გარდა ამისა, პრეზიდენტებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მშვიდობის უკრაინული ფორმულის ეფექტური განხორციელებისთვის. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა ემანუელ მაკრონს დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას და მშვიდობის უკრაინულ ფორმულაზე დაფუძნებული სამართლიანი მშვიდობის მიღწევას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერის საკითხი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2023 წელს დაიწყება და აღნიშნა, რომ უკრაინა ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადის საპასუხოდ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ელის.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც გუშინ საფრანგეთში ჩავიდა, ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს პარიზში შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხი იყო. კერძოდ, ყურადღება დაეთმო უკრაინის პრიორიტეტულ საჭიროებებს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და უკრაინის ცის დასაცავად.

„გარდა ამისა, პრეზიდენტებმა განიხილეს საფრანგეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა უკრაინის თავდაცვის ძალების პოტენციალის გასაძლიერებლად, რაც აუცილებელია ეფექტური კონტრშეტევისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ემანუელ მაკრონს ლიდერობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს მოკავშირეების პრინციპულ ერთობლივ გადაწყვეტილებას შექმნან „საბრძოლო თვითმფრინავების კოალიცია“, რომელსაც უკრაინა დიდი ხანია ელოდება.

„გარდა ამისა, პრეზიდენტებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მშვიდობის უკრაინული ფორმულის ეფექტური განხორციელებისთვის. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა ემანუელ მაკრონს დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას და მშვიდობის უკრაინულ ფორმულაზე დაფუძნებული სამართლიანი მშვიდობის მიღწევას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერის საკითხი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2023 წელს დაიწყება და აღნიშნა, რომ უკრაინა ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადის საპასუხოდ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ელის.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა