სამგორში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება, რომელიც პირველი თანამედროვე, ორგანიზებული მოლი იქნება უბანში. სამგორი მოლი გამორჩეული იქნება სამგორის მეტროსთან, რკინიგზის სადგურთან და რეგიონალურ ავტოსადგურთან პირდაპირი წვდომითა და მრავალფეროვანი ფუნქციების ერთობლიობით. ყოველდღიური საჭიროებების მაღაზიებთან ერთად (ჰიპერმარკეტი, აფთიაქი, ტანსაცმელი, ელექტრონიკა), სავაჭრო ცენტრში კვების ობიექტების კლასტერი და რეკრეაციული სივრცეებიც განვითარდება და მაქსიმალურ კომფორტს შესთავაზებს ვიზიტორებს.
სავაჭრო ცენტრი, რომელიც საშუალო და მცირე ზომის ობიექტებს გააერთიანებს, ძირითადად ერთ სართულზეა განლაგებული. თითოეულ ფართს პირდაპირი წვდომა აქვს ქეთევან წამებულის გამზირთან და მოლის წინ მოწყობილ მოედანთან, რომელიც სარეკრიაციო სივრცესთან ერთად პარკინგის ინფრასტრუქტურას სთავაზობს სავაჭრო ცენტრის მომხმარებლებს. სამგორი მოლის დიზაინი მორგებული იქნება საფეხმავლო ნაკადებზე, რითიც გაზრდის ფეხითმოსიარულეთა რაოდენობას. მუნიციპალური თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მგზავრებისთვის, სამგორი მოლი კომფორტული იქნება გასაჩერებლად, კვებისა და ვაჭრობისთვის, რასაც კონცეფციით გათვალისწინებული მეტროს ამოსასვლელებთან ინტეგრაცია შეუწყობს ხელს.
ტერიტორია, სადაც სამგორი მოლი აშენდება, ერთდროულად აერთიანებს განსხვავებული სატრანსპორტო საშუალებების სადგურებს და ამით წარმოადგენს ქალაქისთვის ინტერმოდალურ ჰაბს. აქ თავს იყრიან არამარტო მეტროს, არამედ საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრები. ყოველდღიურ საჭიროებებზე იდეალურად მორგებული, სავაჭრო ცენტრი გათვლილია 10 წუთის დაფარვის ზონაში მცხოვრებ 400,000 მოსახლეზე და ამავდროულად დააკმაყოფილებს მეტროსა და ავტოსადგურის დღიურად 30,000-ზე მეტი მგზავრის მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ სამგორი მოლის დეველოპმენტი და განვითარება კოლიერს ჯორჯიასა და ბლოქსის პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის მარკეტინგს, გაქირავებასა და შემდგომ საოპერაციო მართვასაც კომპანია კოლიერსი განახორციელებს. პროექტის ოპერირების დაწყების შემდეგ, ადგილზე გაჩნდება ახალი მიზიდულობის ცენტრი და ამავდროულად მნიშვნელოვნად გაიზრდება გარემოს ხარისხი. პროექტს დადებითი ეფექტი ექნება არეალში მდებარე სხვა უძრავ ქონებაზე და ერთგვარ რეგენერაციის ეფექტს იქონიებს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამგორი მოლის პროექტი უკვე შეთანხმებულია და სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება. პროექტი ფუქნციონირებას მომდევნო წლის შემოდგომით, სავაჭრო სეზონამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყებს, ამჟამად კი მაღალი მოთხოვნის ფონზე მსხვილ მოიჯარეებთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
samgorimall.colliers.ge | +995 551 00 39 81 / +995 577 30 33 34 | Georgia@colliers.ge
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"