თავდაცვის სამინისტრო - პროექტი „ჩვენი ჯარი“ მიმდინარე სასწავლო წელს წარმატებით სრულდება

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტი „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წელს სამხედროების სკოლებში ვიზიტები და მოსწავლეებთან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები დასკვნით ფაზაშია.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, ოფიცრები და სერჟანტები საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში საჯარო სკოლებს ეტაპობრივად სტუმრობდნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ჯარისკაცის პროფესიას აცნობდნენ.

„ქალაქ ბათუმში, N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ მოსწავლეებს თავდაცვის ძალების ამოცანების, სტრუქტურის, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ჯარში მოხვედრისა და სამსახურის, კარიერული წინსვლის, საერთაშორისო სწავლებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჯარისკაცებსა და მოსწავლეებს შორის დისკუსია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეების მოსაზრებები მოისმინეს და მათ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

„ჩვენი ჯარი“ თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით ხორციელდება და ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები ქვეყნის მასშტაბით 1 301 სკოლას ესტუმრნენ. პროექტი მომდევნო სასწავლო წელსაც გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

თავდაცვის სამინისტრო - პროექტი „ჩვენი ჯარი“ მიმდინარე სასწავლო წელს წარმატებით სრულდება

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტი „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წელს სამხედროების სკოლებში ვიზიტები და მოსწავლეებთან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები დასკვნით ფაზაშია.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, ოფიცრები და სერჟანტები საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში საჯარო სკოლებს ეტაპობრივად სტუმრობდნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ჯარისკაცის პროფესიას აცნობდნენ.

„ქალაქ ბათუმში, N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ მოსწავლეებს თავდაცვის ძალების ამოცანების, სტრუქტურის, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ჯარში მოხვედრისა და სამსახურის, კარიერული წინსვლის, საერთაშორისო სწავლებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჯარისკაცებსა და მოსწავლეებს შორის დისკუსია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეების მოსაზრებები მოისმინეს და მათ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

„ჩვენი ჯარი“ თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით ხორციელდება და ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები ქვეყნის მასშტაბით 1 301 სკოლას ესტუმრნენ. პროექტი მომდევნო სასწავლო წელსაც გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა