მოსამართლეებს, რომელთაც მივლინებით სხვა სასამართლოში თანხმობის გარეშე გადაიყვანენ, შესაძლოა, სახელფასო დანამატი დაენიშნოთ

მოსამართლეებს, რომელთაც მივლინებით სხვა სასამართლოში თანხმობის გარეშე გადაიყვანენ, შესაძლოა, სახელფასო დანამატი დაენიშნოთ.

აღნიშნული ინიციატივის თაობაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა. ოხანაშვილის თქმით, სხვა გამოსავალი იმ მოცემულობაში, როდესაც მართლმსაჯულება შეიძლება კითხვის ქვეშ დადგეს და ვერ აღსრულდეს, არ არსებობს.

„თუკი დასავლეთ საქართველოში მოსამართლეთა რაოდენობა არ ჰყოფნის იმას, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს, მაშინ გამოსავალი რა უნდა იყოს? და თუ მივლინებაზე არავინ არის თანახმა, ამ შემთხვევაში რა ხდება? მივლინების ვადებთან დაკავშირებით არაფერს ვცვლით - როდესაც საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, ჩვენ დავასაბუთებთ, თუ რატომ არის საჭირო 2 პლუს 2 ვადა.

რაც შეეხება იმას, რომ ეს დაკომპენსირდეს, ვფიქრობთ, ხომ არ შემოვიღოთ სახელფასო დანამატი და თუკი პირი სხვა სასამართლოში მისი თანხმობის გარეშე იქნება გადაყვანილი, გარკვეული სახელფასო დანამატი დაუწესდეს. ეს არის ჩვენი ვერსია, რომლის მიღების თაობაზეც ვფიქრობთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მოსამართლეთა მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლის 2 წლის ვადით სხვა სასამართლოში მივლინების უფლებამოსილება მიენიჭა. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის მივლინების ვადის კიდევ არაუმეტეს 2 წლით გაგრძელების შესახებ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა