კობა კობალაძე და ჯუანშერ ბურჭულაძე რაგბის კლუბ "არმიის" ვარჯიშს დაესწრნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი, „ავჭალა არენაზე“ სარაგბო კლუბ "არმიის" ვარჯიშს დაესწრნენ და მორაგბეებს გაესაუბრნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე გუნდის წევრებმა იმ საჭიროებებზე ისაუბრეს, რაც "არმიის" წინაშე დგას, რის შემდეგაც კობა კობალაძემ და ჯუანშერ ბურჭულაძემ არსებული გამოწვევების დაძლევაში მორაგბეებს დახმარება და თანადგომა აღუთქვეს და მომავალ თამაშებზე წარმატება უსურვეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, კლუბ ‘’არმიის’’ პრეზიდენტი, ირაკლი სულთანიშვილი და გუნდის მენეჯმენტი.

რაგბის კლუბი „არმია“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის“ მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.

"არმია" 6 მაისს გამართულ „დიდი 10-ის“ ფინალურ შეხვედრაზე, ოზურგეთის "არწივებთან" დამარცხდა. გუნდს, „დიდი 10-სთვის“ ბრძოლა, ჯერ არ დაუსრულებია. ‘’არმიელებს’’, წინ, კიდევ ორი მატჩი ელოდებათ, „დიდი 10-ის” მეცხრე ადგილის მფლობელ "აკადემიასთან". პირველ თამაშს "არმია", "აკადემიასთან" 20 მაისს, 15:00 საათზე „ავჭალა არენაზე“ გამართავს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ