საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, ხვალ დღის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები წარმოადგინოს

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, რომ ხვალ დღის განმავლობაში წარმოადგინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საზოგადოებას ხვალ ჩააყენებენ საქმის კურსში, არის თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაკომპლექტებლად თანხვედრა და კონსენსუსის შანსი.

„დღეს განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი, რაც ევროპული რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტია. ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან, 15-მდე კანდიდატი აკმაყოფილებს, როგორც კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რაც კარგად გამოჩნდა მათთან გასაუბრების დროს, რომელიც გაიმართა საქართველოს პარლამენტში.

ჩვენი პოზიციით, ჩვენ არ შევზღუდავთ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს, ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს ვთავაზობთ, რომ წარმოადგინონ მოკლე დასაბუთებით მათთვის მისაღები კანდიდატები ხვალინდელი დღის განმავლობაში. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, რომ ამ საკითხზე მიღწეული იყოს კონსენსუსი. თუ იქნება დადებითი შედეგი, მაშინ კიდევ უფრო ჩქარა ვიზრუნებთ, რომ კენჭისყრა მოხდეს. ყველა შემთხვევაში ამაზე ვიზრუნებთ. უმჯობესი იქნება, რომ ჩვენი პოზიციები რაღაც ნაწილში დაემთხვეს. ჩვენ ხვალ ველოდებით მათი მხრიდან კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით პოზიციას, მოკლე დასაბუთებას, რატომ არის მისაღები და რატომ დაუჭერენ მხარს კონკრეტულ ადამიანებს.

არის თუ არა თანხვედრა და კონსენსუსის შანსი, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით ჩავაყენებთ საქმის კურსში“, - აღნიშნავს მდინარაძე.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო