შალვა პაპუაშვილი ლევან ბერძენიშვილის განცხადებაზე  -  ეს არის ის ექსპერიმენტი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ატარებენ ქართულ საზოგადოებაზე

ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ზიზღი და ნეგატივი შემოიტანონ ქართულ საზოგადოებაში და ადამიანები ერთმანეთს გადაკიდონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, ხელისუფლებას მის წინააღმდეგ უწიგნური საზოგადოება ჰყავს მობილიზებული.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ეს არის ექსპერიმენტი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ქართულ საზოგადოებაზე ატარებენ.

,,უკვე წლებია, არის გარკვეული მცდელობა, რომ რაც შეიძლება მეტი ზიზღი შემოიტანონ ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დებატებში. რაც შეიძლება მეტი ზიზღი იყოს, რომ შემდგომ ამ ზიზღით გავსებულმა ადამიანებმა, რაც შეიძლება რადიკალური ნაბიჯები გადადგან. სწორედ, ამ კატეგორიიდან არის ასეთი ტიპის განცხადებები, რომ საზოგადოებაში გააღვივონ სხვა ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება და ამით გარკვეულწილად ითამაშონ ნეგატიურ ემოციებზე. ეს არის სამწუხაროდ ის ექსპერიმენტი, რომელსაც ბოლო ათი წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ატარებენ ქართულ საზოგადოებაზე. მედიით იქნება, მათი "ენჯეობის" მხარდაჭერით, თუ მათი უცხოელი კოლეგების მეშვეობით, ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ზიზღი და ნეგატივი შემოიტანონ ქართულ საზოგადოებაში და ადამიანები ერთმანეთს გადაკიდონ. ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკა, რასაც ისინი აწარმოებენ და სწორედ ასეთი ტიპის კატეგორიიდან არის მსგავსი ტიპის განცხადებები და შეფასებები”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს