საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აქტიურ რეჟიმში ახორციელებს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის, ქალაქ ქარელში გამავალი 7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ84 - კმ90) პერიოდული შეკეთების სამუშაოებს.
მათივე ცნობით, პერიოდული შეკეთების სამუშაოები ითვალისწინებს: ასფალტის საფარის, ზღუდარების, ბოძკინტების და რკინა-ბეტონის მილების განახლებას, კიუვეტების მოწყობას, ასევე, გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების მოასფალტება, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონი ლარია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"