ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შეხვდა

სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში იუსტიციის სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამუშაო მიმართულებები. აღინიშნა ხელისუფლების კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. ასევე, ხაზი გაესვა იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების მნიშვნელობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები: თამთა კაჭკაჭიშვილი, ანა კალანდაძე; იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თამარ ტყეშელაშვილი, ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი“, - აღნიშნულია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო