ილია დარჩიაშვილი პრემიერის ისლანდიაში ვიზიტზე - ვიზიტი გამოირჩევა განსაკუთრებული დატვირთვით, მნიშვნელობით და დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი სამიტში მონაწილეობით გააჟღერებს საქართველოს ძირითად პრიორიტეტებს

ეს არის რიგით მე-4 ლიდერთა სამიტი. პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, ექნება სიტყვით გამოსვლა აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრის ისლანდიაში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს, სადაც იქნება ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე მთავარი აქცენტები და ასევე, აქცენტი გაკეთდება საქართველოს ევროინტეგრაციაზე, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელოვან საკითხზე.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად, პრემიერ-მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებთან, სადაც, რა თქმა უნდა, იქნება, ერთი მხრივ, ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე მთავარი აქცენტები და ასევე, აქცენტი გაკეთდება საქართველოს ევროინტეგრაციაზე, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელოვან საკითხზე. შესაბამისად, ვიზიტი გამოირჩევა განსაკუთრებული დატვირთვით, მნიშვნელობით და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ერთი მხრივ, სამიტში მონაწილეობით გააჟღერებს საქართველოს ძირითად პრიორიტეტებს და მეორე მხრივ, ორმხრივ შეხვედრებს ექნება განსაკუთრებული დატვირთვა იმისთვის, რომ საქართველოს პოზიციონირება მოხდეს შესაბამისად და ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს სტატუსი და ჩვენმა პარტნიორებმა უფრო მეტი გაიგონ იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა