რატი იონათამიშვილი - ის ადამიანები, ვინც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასა და ევროინტეგრაციას შორის სვამდა ტოლობის ნიშანს, ამ ცრუ დილემის დაყენებით პირდაპირ მტრობდა საქართველოს ევროპულ არჩევანს, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას?

არავის ეგონოს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, რომ პოლიტიკურ და რეპუტაციულ პასუხისმგებლობას გაექცევა ან თავს აარიდებს - ის ადამიანები, ვინც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასა და ევროინტეგრაციას შორის სვამდა ტოლობის ნიშანს, ამ ცრუ დილემის დაყენებით პირდაპირ მტრობდა საქართველოს ევროპულ არჩევანს, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას? - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციებში მიხეილ სააკაშვილსა და კეზერაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერებით საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებდნენ.

„ამ ორი საათის მანძილზე ოპოზიციამ ბევრჯერ ახსენა ნიკა გვარამია, მაგრამ არც ერთხელ არ უხსენებია მიხეილ სააკაშვილი. მაინტერესებს, რა შეიცვალა, ნამდვილად არ მეგონა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება თუ ასე ძალიან მალე ჰპოვებდა ასახვას „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ როგორც ჩანს ეს ფაქტია. მიუხედავად ამისა, არავის ეგონოს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, რომ პოლიტიკურ და რეპუტაციულ პასუხისმგებლობას გაექცევა ან თავს აარიდებს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ერთი ძალიან მარტივი კითხვა, რომელსაც მკაფიო პასუხი სჭირდება: ის ადამიანები, ვინც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასა და ევროინტეგრაციას შორის სვამდა ტოლობის ნიშანს, ვინც ამ ცრუ დილემის დაყენებით პირდაპირ მტრობდა საქართველოს ევროპულ არჩევანს, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას ამ ცილისმწამებლური კამპანიის ავტორობის ან წახალისების გამო? ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეკვეთილ სტატიებს, მილიონ დოლარად ნაყიდ ცრუ კამპანიებს აყენებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტზე მაღლა, დღეს განიცდის თუ არა პასუხისმგებლობას და უხერხულობას, რომ ამ ყველაფრით უსამართლოდ ცდილობდა დაეჩაგრა ჩვენი ქვეყანა და სინამდვილეში პირიქით, მან მიიღო რეპუტაციული ზიანი და არა საქართველომ. ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც ცდილობდა ევროპარლამენტის რეზოლუციებში შეეტანათ კეზერაშვილისა და სააკაშვილის სახელები დაეზიანებინათ ჩვენი ქვეყნის იმიჯი და რეპუტაცია, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას თითოეული იმ სიტყვის გამო, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენდა ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ და რეალობასთან არანაირი კვეთა და კავშირი არ ჰქონდა. ამ პასუხისმგებლობის ტვირთი კიდევ უფრო მწვავედ დააკისრა ევროპულმა სასამართლომ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს ებრძოდნენ,“- განაცხადა იონათამიშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ