მამუკა მდინარაძე - გიორგი ვაშაძე ერთ-ერთი მთავარი მკადრებელია ამ ქვეყანაში - რაც გინდათ, დაავალეთ, ნებისმიერ რამეს იკადრებს, ნებისმიერ რამეს იტყვის, ზღვარი არ გააჩნია

გიორგი ვაშაძე ერთ-ერთი მთავარი მკადრებელია ამ ქვეყანაში - რაც გინდათ, დაავალეთ, ნებისმიერ რამეს იკადრებს, ნებისმიერ რამეს იტყვის, არ აქვს არანაირი პრობლემა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებას, რომ „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან “ქართული ოცნების” დეპუტატის, ისკო დასენის ოჯახია დაკავშირებული.

მდინარაძის თქმით, გიორგი ვაშაძე აღნიშნულ საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია და ამიტომ ცდილობს, “გაღმა შედავებით სხვა რაღაცები დაამტკიცოს”.

„ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არიან ადამიანები, ასევე ჟურნალისტებიც, რომლებიც ცრუ ნარატივს მისდევენ, მაგრამ რაღაცებს არ კადრულობენ. რაღაც წითელი ხაზი არის, რასაც არ იკადრებს არც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, არც მათი ტელევიზიის რომელიმე წარმომადგენელი. მათაც კი აქვთ რაღაც ზღვარი. გიორგი ვაშაძეს ეს ზღვარი არ გააჩნია. ყველაფერს კადრულობს, რომ თავისი გადაფაროს. ზოგადად, ის არის ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი და ცდილობს, გაღმა შედავებით სხვა რაღაცები დაამტკიცოს. დიდი პარადოქსი რა არის იცით? - ეჭვმიტანილები ითხოვენ, ჩვენ გამოგვაძიებინეთ საქმეო. ადამიანები, ვისკენაც კვალი მიდის, ვინც ერთ-ერთი მყარი ვერსიის თანახმად, გარეული იყო საქმეში, ითხოვენ, რომ გამოიძიონ ეს საქმე.

ასევე, გახარიას გუნდი ითხოვს ამ კომისიის შექმნას. “ქოლ-ცენტრების” შექმნა დროში ემთხვევა გახარიას შს მინისტრობას და გაფურჩქნას, მის პრემიერ-მინისტრობას. თუ ეს ვერსია მათკენ მიდის და შემდეგ “ნაცმოძრაობის” დამფინანსებლებისკენ, ე.ი. ვინც ერთმანეთთან იყვნენ შეთანხმებაში, ერთად უნდა გამოიძიონ ეს საქმე. ამ პარადოქსთან მიდის მათი ლოგიკა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელთ აქვს მტკიცებულებები, თუ როგორ არის დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“ „ქოლ-ცენტრების" თაღლითური სქემა. კერძოდ, ვაშაძის მტკიცებით, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, ისკო დასენის ოჯახია დაკავშირებული.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს