ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და ტურიზმის წარმომადგენლებმა კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, მერის მოადგილე ბერია ჩანქსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და ტურიზმის წარმომადგენლებმა კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის გუნდმა სვანეთის ტურისტული განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პირველი ნაწილი წარადგინა, რომელიც სიტუაციის მოკვლევასა და ანალიზს ეხებოდა.

ინიციატივა მხარდაჭერილია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მიერ პროექტ GRETA-ს ფარგლებში | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო