შალვა პაპუაშვილი - იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში ჩიხური მდგომარეობაა, რაც უსასრულოდ ვერ გაგრძელდება -  უმარტივესი კითხვაა დასმული, ვინ არიან ის კანდიდატები, ვისაც ოპოზიცია  მხარს უჭერს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებით დაკომპლექტების საკითხთან მიმართებით ჩანს, რომ ოპოზიცია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზად არ არის.

მისი თქმით, ოპოზიცია ეძებს საბაბს იმისთვის, რომ ამ პროცესში კონსტრუქციული არ იყოს.

„იცით, რომ კანდიდატებთან გასაუბრება დეკემბერში დასრულდა. შემდეგ მათივე მოთხოვნით გადაიდო კენჭისყრა, ვინაიდან სრულად ჩამოყალიბებულიყვნენ კანდიდატებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ თვეები გავიდა და მათი მხრიდან პოზიცია დღემდე არ გვესმის. უმარტივესი კითხვა იყო დასმული, ვინ არიან ის კანდიდატები, ვისაც მხარს უჭერენ და დაასაბუთონ წერილობით, რატომ უჭერენ მხარს ამა თუ იმ კანდიდატს. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას, ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი რეკომენდაციების შესრულებისთვის, რომ იუსტიციის საბჭო იყოს სრულად დაკომპლექტებული. აქაც ჩიხური მდგომარეობაა და ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა კენჭი უყაროს ამ კანდიდატებს და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა შეთანხმებას, იმიტომ, რომ ან უნდა შევთანხმდეთ კანდიდატებზე ან ხელახლა უნდა დაიწყოს ეს პროცესი, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული.

„ოპოზიცია ყველგან აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ არ არის მზად კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში პროცესები ჩიხში ექცევა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის