„World Vision საქართველო" COVID-19-ით დაზარალებული ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სისტემის გასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებს

„World Vision საქართველომ“ პროექტის „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ გახსნის ღონისძიება გამართა, რომელიც COVID-19 პანდემიით დაზარალებული ჯანმრთელობის და ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებას საქართველოში ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას „World Vision საქართველო“ ავრცელებს.

პროექტი „World Vision საქართველოსა“ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მათივე ცნობით, ბოლო წლებში განსაკუთრებულად დაზარალდა ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სისტემა საქართველოში, რაც აისახა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის აქტივობების შემცირებაში COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო; მკაცრი იზოლაციის (ლოქდაუნის) დროს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევათა რაოდენობის ზრდაში; იმუნიზაციისა და რუტინული ვაქცინაციით მოცვის მკვეთრ შემცირებაში. აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ და პრობლემის გადასაჭრელად, World Vision-მა დაიწყო პროექტი, რომელიც ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმუნიზაციის და ჯანმრთელობის საკითხებზე; ჯანმრთელობის სერვისებისა და ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებას და სახელმწიფო დაწესებულებების ქვეშ მყოფი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით.

ღონისძიება გახსნა ეკატერინე გურგენაძემ - „World Vision საქართველოს“ დირექტორმა, რის შემდეგაც სიტყვით წარდგნენ ალექსანდერ კარნერი - ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი და ნანა ქავთარაძე - დაავადებათ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„COVID-19 პანდემიამ უამრავი პრობლემა გამოიწვია, თუმცა განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემას ქვეყანაში. ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა საქართველოს საიმედო პარტნიორია; ჩვენ ასევე გაგვაჩნია საგანგებო ფონდი და აღნიშნული პროექტი სწორედ ამ ფონდის მიერ ფინანსდება, რათა დავეხმაროთ ქვეყანას სოციალური და ჯანმრთელობის სისტემის პრობლემების გადაწყვეტაში. პროექტი მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს სამიზნე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სისტემების გასაძლიერებლად“, - განაცხადა ალექსანდერ კარნერმა.

ღონისძიებაზე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოება გაეცნო პანდემიის შემდგომ მკვეთრად შემცირებული იმუნიზაციის და რუტინული ვაქცინების სტატისტიკას, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს. ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია კომპლექსური აქტივობები, მათ შორის მოსახლეობის ინფორმირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებისა და ვაქცინაციის შესახებ, სასწავლო მოდულების შემუშავება იმუნიზაციის, ბავშვთა რუტინული ვაქცინაციის, ტუბერკულოზის, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ; ჯანდაცვის პერსონალისა და სოციალური მუშაკების გადამზადება ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურებზე; თემის ჩართულობა და სათემო ინიციატივების განხორციელება იმუნიზაციისა და ჯანმრთელობის სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მხარდაჭერა; სამიზნე მუნიციპალიტეტების ბავშვთა დაცვის განყოფილებების მუშაობის შეფასება მუნიციპალურ დონეზე; სახელმწიფო ზრუნვის ცენტრებში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების (ხანდაზმულები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზრდილები) საჭიროებების შეფასება და მათთვის დახმარების აღმოჩენა.

„პანდემია დასრულდა გლობალურად, თუმცა დაგვიტოვა მძიმე შედეგები, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ აისახა ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სისტემებზე. აღნიშნული პროექტი ემსახურება სწორედ ამ ნეგატიური შედეგების აღმოფხვრას. ნებისმიერი პანდემიისა თუ კრიზისის დროს ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფები ზარალდებიან, რომელთა მხარდაჭერაც ჩვენთვის პრიორიტეტია. პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სახელმწიფო დაწესებულებების ქვეშ მყოფი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და შესაბამისი სერვისები უზრუნველყოფა. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას ქვეყანაში ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სერვისების გაუმჯობესების პროცესში, რაც მოიცავს მოსახლეობის ინფორმირებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებისა და ვაქცინაციის შესახებ, პერსონალის გადამზადებას, სერვისების განვითარებას და ადვოკატირებას. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევქმნათ საზოგადოება, რომელიც არავის ტოვებს ყურადღების მიღმა და ზრუნავს ყველაზე დაუცველი ადამიანების კეთილდღეობაზე“, - აღნიშნა ეკატერინე გურგენაძემ.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

„World Vision საქართველო" COVID-19-ით დაზარალებული ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სისტემის გასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებს

„World Vision საქართველომ“ პროექტის „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ გახსნის ღონისძიება გამართა, რომელიც COVID-19 პანდემიით დაზარალებული ჯანმრთელობის და ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებას საქართველოში ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას „World Vision საქართველო“ ავრცელებს.

პროექტი „World Vision საქართველოსა“ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მათივე ცნობით, ბოლო წლებში განსაკუთრებულად დაზარალდა ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სისტემა საქართველოში, რაც აისახა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის აქტივობების შემცირებაში COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო; მკაცრი იზოლაციის (ლოქდაუნის) დროს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევათა რაოდენობის ზრდაში; იმუნიზაციისა და რუტინული ვაქცინაციით მოცვის მკვეთრ შემცირებაში. აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ და პრობლემის გადასაჭრელად, World Vision-მა დაიწყო პროექტი, რომელიც ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმუნიზაციის და ჯანმრთელობის საკითხებზე; ჯანმრთელობის სერვისებისა და ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებას და სახელმწიფო დაწესებულებების ქვეშ მყოფი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით.

ღონისძიება გახსნა ეკატერინე გურგენაძემ - „World Vision საქართველოს“ დირექტორმა, რის შემდეგაც სიტყვით წარდგნენ ალექსანდერ კარნერი - ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი და ნანა ქავთარაძე - დაავადებათ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„COVID-19 პანდემიამ უამრავი პრობლემა გამოიწვია, თუმცა განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემას ქვეყანაში. ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა საქართველოს საიმედო პარტნიორია; ჩვენ ასევე გაგვაჩნია საგანგებო ფონდი და აღნიშნული პროექტი სწორედ ამ ფონდის მიერ ფინანსდება, რათა დავეხმაროთ ქვეყანას სოციალური და ჯანმრთელობის სისტემის პრობლემების გადაწყვეტაში. პროექტი მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს სამიზნე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სისტემების გასაძლიერებლად“, - განაცხადა ალექსანდერ კარნერმა.

ღონისძიებაზე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოება გაეცნო პანდემიის შემდგომ მკვეთრად შემცირებული იმუნიზაციის და რუტინული ვაქცინების სტატისტიკას, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს. ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია კომპლექსური აქტივობები, მათ შორის მოსახლეობის ინფორმირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებისა და ვაქცინაციის შესახებ, სასწავლო მოდულების შემუშავება იმუნიზაციის, ბავშვთა რუტინული ვაქცინაციის, ტუბერკულოზის, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ; ჯანდაცვის პერსონალისა და სოციალური მუშაკების გადამზადება ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურებზე; თემის ჩართულობა და სათემო ინიციატივების განხორციელება იმუნიზაციისა და ჯანმრთელობის სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მხარდაჭერა; სამიზნე მუნიციპალიტეტების ბავშვთა დაცვის განყოფილებების მუშაობის შეფასება მუნიციპალურ დონეზე; სახელმწიფო ზრუნვის ცენტრებში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების (ხანდაზმულები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზრდილები) საჭიროებების შეფასება და მათთვის დახმარების აღმოჩენა.

„პანდემია დასრულდა გლობალურად, თუმცა დაგვიტოვა მძიმე შედეგები, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ აისახა ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სისტემებზე. აღნიშნული პროექტი ემსახურება სწორედ ამ ნეგატიური შედეგების აღმოფხვრას. ნებისმიერი პანდემიისა თუ კრიზისის დროს ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფები ზარალდებიან, რომელთა მხარდაჭერაც ჩვენთვის პრიორიტეტია. პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სახელმწიფო დაწესებულებების ქვეშ მყოფი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და შესაბამისი სერვისები უზრუნველყოფა. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას ქვეყანაში ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სერვისების გაუმჯობესების პროცესში, რაც მოიცავს მოსახლეობის ინფორმირებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებისა და ვაქცინაციის შესახებ, პერსონალის გადამზადებას, სერვისების განვითარებას და ადვოკატირებას. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევქმნათ საზოგადოება, რომელიც არავის ტოვებს ყურადღების მიღმა და ზრუნავს ყველაზე დაუცველი ადამიანების კეთილდღეობაზე“, - აღნიშნა ეკატერინე გურგენაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის