ვედანტ პატელი - ჩვენ ძალიან მკაფიონი ვიყავით ჩვენი შეშფოთების შესახებ რუსეთთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, გავაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს და დამატებით ნაბიჯებს საჭიროების მიხედვით გადავდგამთ

დასავლური თანამეგობრობა მთლიანად დისტანცირდა რუსეთისგან და ახლა რუსეთთან ურთიერთქმედების გაზრდის დრო არ არის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუკი რუსეთთან ფრენები დაიწყება, ეს დასავლეთის მზარდი შეშფოთების საგანი იქნება.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ვითარების მონიტორინგი გაგრძელდება და დამატებით ნაბიჯებს აშშ საჭიროების მიხედვით გადადგამს.

“ამაზე უკვე ვისაუბრე. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები თუ დაიწყება, ეს არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ დანარჩენი დასავლური ქვეყნებისთვის იქნება მზარდი შეშფოთების საგანი, ისევე როგორც კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში მუშაობენ, თუ ისინი იმ თვითმფრინავებს ემსახურებიან, რომლებიც საიმპორტო და საექსპორტო [სანქციების] ქვეშ არიან.

დასავლური თანამეგობრობა მთლიანად დისტანცირდა რუსეთის ფედერაციისგან და გვჯერა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთქმედების გაზრდის დრო არ არის… ჩვენ ძალიან მკაფიონი ვიყავით ჩვენი შეშფოთების შესახებ ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან მკაფიონი ვიყავით იმის შესახებ, რომ ჩვენ ასევე გადავდგით ნაბიჯები, რომ რუსულ თვითმფრინავებს ჩვენს საჰაერო სივრცეში შესვლა შევუზღუდეთ, ისევე როგორც ბევრმა სხვა დასავლურმა ქვეყანამ.

ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს და დამატებით ნაბიჯებს საჭიროების მიხედვით გადავდგამთ”, - განაცხადა პატელმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის