საქართველოში ევროპული პატენტების აღიარება მოხდება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტებისვალიდაციის შესახებ“ შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას ,,საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირებით დასრულდა ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა (EPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - ,,საქპატენტს“ შორის 2012 წელს დაწყებული მოლაპარაკებები ევროპული პატენტების საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციის შესახებ.

„ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორციელებელ ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია 39 ქვეყანა, რაც მოიცავს ევროკავშირის ყველა, 27 წევრ სახელმწიფოს და ასევე, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს.

აღნიშნული შეთანხმება გააძლიერებს სამრეწველო საკუთრების დაცვას და ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიზნების მიღწევას. აღსანიშნავია, რომ ვალიდაციით იზრდება საქართველოს EPO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა.

დღეისათვის საქართველოში გამოგონებაზე პატენტის მიღება შესაძლებელია ორი გზით: განაცხადის პირდაპირ საქპატენტში წარდგენით და საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილი საერთაშორისო განაცხადის ეროვნულ ფაზაში საქართველოში წარდგენის საშუალებით. ვალიდაცია შესაძლებელს გახდის საქართველოში გამოგონებაზე პატენტის მიღების მესამე გზას, უფრო სწრაფს და იაფს − ევროპული საპატენტო განაცხადის საქართველოში ვალიდაციის მოთხოვნით. აღნიშნული უცხოელ განმცხადებელს გაუმარტივებს საქართველოში საპატენტო დაცვის მოპოვებას ევროპული სტანდარტით, რაც პოზიტიური სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს