ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად კამპანიის „ახლა“ პრეზენტაცია გაიმართა

კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ‘ახლა’ პრეზენტაცია გამართა.

ევროკავშირის წევრობა საქართველოს მოსახლეობის ურყევ მისწრაფებად რჩება. კამპანია ახლა“ წარმოაჩენს თუ რა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს თითოეული ოჯახი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებით. ის გვიჩვენებს მაგალითებს, თუ რამდენად სწრაფად და თვალსაჩინოდ შეიცვალა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლახან შეუერთდნენ ევროკავშირს. თუმცა, ამ სიკეთეების მისაღებად საჭიროა მოქმედება ახლა!

კამპანიის პრეზენტაციაზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მუსიკოსები, მსახიობები, მეწარმეები, ექიმები, ჟურნალისტები, ერთი მიზნით შეიკრიბნენ - აჩვენონ ევროპული მომავლისკენ საკუთარი მტკიცე და ურყევი არჩევანი და მოითხოვონ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ქმედითი ნაბიჯები და რეფორმები ახლა.

ღონისძიების გამომსვლელები შეკრებილ აუდიტორიას ესაუბრნენ საქართველოს მისწრაფებაზე დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს; იმ სიკეთეებზე, რასაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობა მოუტანს. პრეზენტაციაზე აუდიტორიამ პირველად ნახა კამპანიის ფარგლებში შექმნილი ახალი ვიდეო, რომელიც სხვადასხვა თაობის ადამიანებზე გვიყვება, თუ როგორ შეცვლის ევროკავშირში წევრობა მათ ცხოვრებას პენსიებისა და დასაქმების ზრდით, ასევე განათლების, აგრობიზნესის და მეცნიერების მხარდაჭერის გზით. რეზო კიკნაძის ჯაზბენდმა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებიც შეასრულა.

ქართულ მეწარმეობასა და სოფლის მეურნეობას ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანი განვითარების შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გატარდეს რეფორმები, რაც კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის აუცილებელია. ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებით მიიღწევა.“ - ამბობს ბაია აბულაძე, კამპანიის მხარდამჭერი, „ბაიას ღვინო“-ს დამფუძნებელი.

„ჩვენ ყოველი დღე, ყოველი წამი, უნდა გამოვიყენოთ ევროკავშირთან დასაახლოებლად, რადგან ეს არის საქართველოს მოსახლოების არჩევანი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც საქართველოს კეთილდღეობის, წინსვლისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.“ - ამბობს ნინო დოლიძე, ‘კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის’ წევრი.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი მრავალფეროვანი ღონისძიებები, აერთიანებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს და საინფორმაციო პლატფორმით შესაძლებლობას აძლევს საკუთარი შვილების მომავლისთვის, ძლიერი ოჯახებისთვის, მოსთხოვონ ხელისუფლებას ხელიდან არ გაუშვას ეს შესაძლებლობა, არ დაკარგოს დრო და მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

კამპანია „ახლა“, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ბილბორდებზე, ავტობუსებსა და მეტროში ბანერების განთავსებით აპრილის თვიდან დაიწყო. მომდევნო თვეების განმავლობაში, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ არაერთ პარტნიორთან ერთად, კამპანია სხვადასხვა არხებისა და ღონისძიებების მეშვეობით საქართველოს მასშტაბით გაიშლება.

(R)

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ