მეუფე ანტონი რუსეთის გადაწყვეტილებაზე - ცალმხრივად მიიღო იმ სახელმწიფომ და ახლა, მე რა ვუქნა, მივიდე და კისერში ვწვდე?

გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო იმ სახელმწიფომ და ახლა, მე რა ვუქნა, მივიდე და კისერში ვწვდე? - ასე უპასუხა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ჟურნალისტების კითხვას, როგორ აფასებს რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნას.

სასულიერო პირის თქმით, ეს საკითხი მისი შესაფასებელი არ არის.

„ჩემი აზრები ჩემთან იქნება. ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. მე, როცა ჩემ ფიქრებში მოგიწვევთ, მაშინ შეიძლება გაგცეთ [პასუხი]. დააკვირდით, ეს საქართველომ გააკეთა? ჩვენზე იყო რამე დამოკიდებული?”- განაცხადა მეუფე ანტონმა.

კითხვაზე, რუსეთის მიერ საქართველოსთვის ფრენების აღდგენას აფასებს თუ არა პროვოკაციად, მეუფე ასე პასუხობს:

„მე რატომ უნდა შევაფასო ის, რაც ჩემი შესაფასებელი არ არის".

„ჩემი პიროვნული აზრი რჩება ჩემთან, საზოგადოებრივი აზრი ჰკითხეთ იმას, ვისაც ეს ეხება. ეს რომ ჩვენზე ყოფილიყო და საქართველოს გაეკეთებინა, შეიძლება შემეფასებინა. გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო იმ სახელმწიფომ და ახლა, მე რა ვუქნა, მივიდე და კისერში ვწვდე?” - განაცხადა მეუფე ანტონმა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს