MYSHOP.GE - თინეთის ეკოსისტემაში შემავალი ონლაინ შოპინგის ახალი პლატფორმაა, სადაც ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სხვადასხვა აქსესუარის შეძენა როგორც ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ბრენდების, ასევე უცხოური ვებგვერდებიდანაცაა შესაძლებელი, თანაც შუამავალი გადამზიდი კომპანიის გარეშე.
ვებგვერდზე უახლესი კოლექციები განთავსებულია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისა და ბავშვებისთვისაც. შოპინგის დახვეწილი და ადამიანის საჭიროებებზე მორგებული გამოცდილებით, ვიზიტორი მარტივად შეარჩევს მისთვის სასურველ ნივთს და ისარგებლებს მარტივი გადახდის მეთოდით.
რაც მთავარია, მომხმარებელთან ნივთის დროულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირებაზე თავად MYSHOP.GE-ს გუნდი იზრუნებს, რაც მეტ დაცულობასა და მომსახურების სისწრაფეს განაპირობებს.
MYSHOP.GE ამ ეტაპზე 44 000-მდე პროდუქტს აერთიანებს, წლის ბოლომდე კი 500 000-მდე უნიკალური პროდუქტის დამატება იგეგმება.
პლატფორმა სხვადასხვა ქართულ და უცხოურ შოპინგ საიტთან UX UI API–ს საშუალებით ინტეგრირდება. API-ს ინტეგრაციის უახლესი სისტემა უმოკლეს დროში ანახლებს კონტენტს, მიმდინარე ფასსა და ნივთების არსებულ რაოდენობრივ ნაშთს, რაც ვებგვერდზე შოპინგის გამოცდილებას ძალიან კომფორტულს ხდის.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოწერილი პროდუქციის მიწოდების სქემად: მაგალითად, TRENDYOL-ი, მაიშოპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინ პარტნიორია, რომელთანაც წარმატებული ინტეგრაციის შედეგად, მომხმარებელს შეუძლია Myshop-იდან გამოწერილი TRENDYOL-ის პროდუქცია, თურქეთიდან პირდაპირ საქართველოში, ნებისმიერ მისამართსა და წერტილში მიიღოს.
მნიშვნელოვანია, რომ MYSHOP.GE-ს ცნობადობა, პროდუქტის საჯარო წარდგენიდან, ძალიან მალე გაიზრდება, ვინაიდან პლატფორმას TNET-ის პლაფორმაში რეგისტრირებული 2 000 000 მილიონი უნიკალური იუზერი მომენტალურად გაიცნობს.
ამ ეტაპზე, MYSHOP.GE-ს პარტნიორი მაღაზიებია:
ARMANI, MOTHERCARE, PUMA, TRENDYOL, OXINO, COMODE, IZIPIZI, TORELI, NIKE, NINEA, CHAMPION, ALTERSOCKS, NORTHFACE, ქართველი დიზაინერები და სხვა.
უახლოეს მომავალში კი შემდეგი ბრენდების დამატება იგეგმება: HUMMEL, SPORT PLAZA, SALAMANDRA, TOSKA, GEPHERRINI, SPORTS PLAZA, ქართველი დიზაინერები და სხვა.
(R)