საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი წმინდა საყდრის დესპანს (ვატიკანის ელჩს) საქართველოში, არქიეპისკოპოს ჟოზე ბეტანკურს შეხვდა.
ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არქიეპისკოპოსმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და ხაზი გაუსვა ინსტიტუციებს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას.
„ლევან იოსელიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კათოლიკური ეკლესიის ისტორიულ წარსულზე საქართველოში და აღნიშნა, რომ რელიგიური კონფესიების მხარდაჭერა სახალხო დამცველის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"