დავით გაბაიძე - ძლიერი ეკონომიკა და ქვეყანა დგას ძლიერ ადამიანურ კაპიტალზე, რომლის მთავარი ფუნდამენტი განათლების სისტემაა

ძლიერი ეკონომიკა და ქვეყანა დგას ძლიერ ადამიანურ კაპიტალზე, რომლის მთავარი ფუნდამენტი განათლების სისტემა და ძლიერი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაა. მიხარია, რომ ჩვენს რეგიონში ძველი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეცვლა და ახლის მშენებლობა შეუქცევად პროცესად იქცა, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სასწავლო დაწესებულების საძირკველში სიმბოლური კაფსულა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ჩაუშვეს.

მათივე ცნობით, 1000 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების ახალ სკოლაში ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, 300 მაყურებელზე გათვლილი სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული მოედნები განთავსდება და შენობა სრულად ადაპტირებული იქნება.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025
„კარფურის“ მსხვილი ტექნიკა და ავეჯი უკვე „Wolt“-ზე - ონლაინ შოპინგი მარტივად, სწრაფად და საუკეთესო ფასად